ელენე ხოშტარია: ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ

ელენე ხოშტარია: ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში. ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ

ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პრესკონფერენციას ელენე ხოშტარია.

ის ევროსაბჭოს გენმდივანს „ვიღაც კაცად“ მოიხსენიებს.

„ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო.

პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით.

ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის.

ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას“, - წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება ხელისუფლებისგან, რომ ცვლილებები შევა უცხოური გავლენების შესახებ კანონში. ალენ ბერსემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე გუშინ უარი განაცხადეს.

Gami რა უქნა ამ ქალს რუსულმა არაყმა. იდე გენეტიკაც წაეხმარა - ლოთი მამის ლოთი გოგო.
1 დღის უკან