„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
„დაჯექი, ორიანი“, - წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება ხელისუფლებისგან, რომ ცვლილებები შევა უცხოური გავლენების შესახებ კანონში. ალენ ბერსემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.