შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს, - წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. იგი ამგვარად ეხმიანება საქართველოში ევროპის საჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს და დღეს გამართულ პრესკონფერენციას.
„უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.
-მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზის გადაჭრაა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას.
- მივმართე სახელმწიფო უწყებებს რომ თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალების გამოყენებისგან. განეხორციელებინათ დამოუკიდებელი გამჭვირვალე გამოძიება რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით.
- პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიას. როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი.
- გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირის უფლებებს. ეს კანონმდებლობა შეიცვალოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. მთავრობამ გასცა დაპირება რომ შეცვლიდან უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს.
- შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი იყოს შეცვლილი.
- დავბრუნდები სტრასბურგში და საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მივაწვდი ინფორმაციას ადამიანია უფლებათა კომისარს რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში", - წერს გვარამია.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“.
მანამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა ალენ ბერსე ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. გენერალურ მდივანთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერების მხოლოდ ნაწილი მივიდა. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ელენე ხოშტარიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. მანამდე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა კოალიციის განცხადება, რომ „საქართველოში მათთვის სასურველ დღის წესრიგს აცდენილი ვიზიტები ახლა დაუშვებელია".