ალენ ბერსე: ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია

ალენ ბერსე: ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია

ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში თავისი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, შემდეგი კვირის დასაწყისში „სიპიტის“ წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფოსთან.

„მე რომ დავბრუნდები სტრასბურგში საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა ევროპულ სახელმწიფოს, ევროკავშირს, სხვა ყველა პარტნიორს ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, მივაწვდი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში ძალიან მალე. შემდეგი კვირის დასაწყისში „სიპიტის“ წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული სახელმწიფოსთან. ქმედებები, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მყისიერად არის საჭირო. „სიპიტის“ შემდგომი ვიზიტი შეიძლება უახლოეს კვირებში განხორციელდეს და როგორც გითხარით, ჩვენ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, ქართველ მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონი შეიცვალოს. ჩვენ, ჩვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია“,- აღნიშნა ბერსემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ისინი გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიულ გზაზე.

ლაზი ეს კაცი მგონი არ განეკუთვნება იმ ლიბერალ-ფაშისტთა სექტას, რომლებსაც საქართველოს დაქცევა უნდათ.
1 დღის უკან