ალენ ბერსე: მე ვბრუნდები სტრასბურგში იმით, რომ არის განზრახვა ერთობლივად ვიმუშაოთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მარტო ეს ელემენტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

ალენ ბერსე: მე ვბრუნდები სტრასბურგში იმით, რომ არის განზრახვა ერთობლივად ვიმუშაოთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მარტო ეს ელემენტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ შეხვედრებს მიზანი არ ჰქონდა - ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ გავარკვიოთ რა არის საუკეთესო გზა, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„რა თქმა უნდა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, სტრასბურგში დავრჩენილიყავი და ჩემი ოფისიდან გამეკეთებინა განცხადებები. მე ჩამოვედი, რომ სამი სრული დღე აქ გამეტარებინა, რაც მგონი მნიშვნელოვანი ქმედებაა - ერთადერთი გზაა, რომ ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგეცეს. აქ ჩემი ჩამოსვლით ყველას მივეცი შესაძლებლობა, რომ შემხვედროდა. მე ვბრუნდები სტრასბურგში იმით, რომ არის განზრახვა ერთობლივად ვიმუშაოთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მარტო ეს ელემენტი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და საქართველოს ევროპული გზისთვის. ის რომ ვისაუბრეთ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე და ა.შ. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის თქმა ადამიანების წინაშე. მეორე - ეს არის ყველა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულის გათავისუფლება და აქ უკვე [ეს] განსხვავებულად ჟღერს, როცა ყველა მხარეს ხვდები. მესამე - გამჭვირვალე, ეფექტური გამოძიება ყველა ინციდენტის, რომელიც დემონსტრაციების დროს მოხდა - ამ ყველაფრის თქმა აქ, საქართველოში ჩამოსვლით, უკვე განსხვავებული ამბავია. ვისაუბრე შემდეგ საფეხურებზეც, კომისიის, ასამბლეის ჩამოსვლაზე. ეს არის ის, რაც იცვლება. მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ შეხვედრებს მიზანი არ ჰქონდა“, - განაცხადა ბერსემ.

კანუდოსელი რა ცვლილებებზეა საუბარი კანონში, იქნებ პატივი ინებოს ,,ოცნებამ" და ხალხს აუხსნას. ანუ გამოდის, უკან დაგახევინეს??? ამისთვის გვაბრძილეთ და ამისთვის დაგიდგათ გვერდით მოსახლეობის 54 პროცენტი. მხდალები ხართ ,,ოცნებავ", არა მხდალები კი არა, ჩმორები, ტფუი. ძალიან ცოტა შანსი გაქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თვენ გადააგდეთ ქართველი ხალხი და მგონია, რომ ჯერ წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება თქვენგან.
1 დღის უკან