ალენ ბერსე: ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, მოვუწოდებ ყველა დონორს, რომ პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში

ალენ ბერსე: ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, მოვუწოდებ ყველა დონორს, რომ პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც ადგილობრივ საერთაშორისო პარტნიორებთან, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში თავისი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროსაბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლებისთვის, რომელიც მინისტრთა კომიტეტის მიერ არის დამტკიცებული.

„ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც საერთაშორისო ადგილობრივ პარტნიორებთან. მე მოვუწოდებ ყველა დონორს, რომ პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში“, - აღნიშნა ბერსემ.