ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს

პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.

„ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში და ევროპის საბჭო მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ რწმენის და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელშია, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ“, - განაცხადა ბერსემ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბრამდე გასტანს.

მარბიელი მთავარია ორი: 1. არცერთი ოპოტვ ბრიფინგს არ ესწრება და არც აშუქებს! მათ ალბათ უნდოდათ ამათაც როტივით ეგორავათ ტალახში და გამოსულიყვნენ აქციაზე
2. გამჭვირვალობის კანონში რა ცვლილებებზეა საუბარი? ოცნებამ ისე არა ქნას, რომ ახლა მართლა მთელი ქართველი ხალხი გამოვიდეს მიტინგზე და ისინი ხაზარაძე-გვარამია-ვაშაძის გვერდით დასვან
1 დღის უკან