ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი, მე მქონდა, გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები - დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი, მე მქონდა, გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები - დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის

საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით. მე აქ ვარ უპირველესად იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს, ხალხს, ისინი სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე.

მან საქართველოში თავისი ვიზიტი მოკლედ მიმოიხილა და დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, ალენ ბერსემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თანხმობა განაცხადა მასთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ამით მისი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.

„საქართველო არის ძალიან ძვირფასი წევრი ევროსაბჭოსი უკვე 25 წლის განმავლობაში და რადგანაც მე, გენერალური მდივანი გახლავართ საბჭოსი, მე არ ვარ აქ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუციების გასაკეთებელია. ის რაც ხდება საქართველოში, ძალიან დიდი უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩემი, როგორც გენერალური მდივნისგან, რომ აქ არ ვიყო და ხალხის გვერდით არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი, თუ დავიცავთ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი, მე მქონდა, გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები - სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“, - განაცხადა ალენ ბერსემ.