გურამ მაჭარაშვილი: არა მხოლოდ გულდაწყვეტილი, გაბრაზებულიც ვარ, რა ვერ მოვახერხე, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე

გურამ მაჭარაშვილი: არა მხოლოდ გულდაწყვეტილი, გაბრაზებულიც ვარ, რა ვერ მოვახერხე, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე

სიმბოლურია, რომ პატიმარ სააკაშვილს, რომელიც არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის ცნობილი დამნაშავედ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის პრემია მისცეს და ვახტანგ გომელაურის მიმართ, რომელმაც ევროპულ დონეზე უფრო მაღლა დაიცვა აქციაში მონაწილე პირები, სანქციები გამოიყენეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს როცა მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება, „პატივიც“ კი იყოს უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები.

„სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის დროს ადამიანები პირდაპირ დახოცა, ევროპიდან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯილდო გადასცეს და მაშინ, როდესაც პოლიციელებს პირდაპირ კლავდნენ პიროტექნიკით რადიკალი აქციის მონაწილეები, პოლიციელები ითმენდნენ და აბსოლუტურად პროპორციული ძალით ცდილობდნენ აქციის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას, მასზე სანქცია დაუშვეს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები. არა მხოლოდ გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ – რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ უცხოური გავლენის და „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე. რაღა უნდა გავაკეთო ისეთი განცხადება თუ ქმედება, რომ მეც  მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში. რატომ? – იმიტომ, რომ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის,  მშვიდობისთვის და ხალხისთვის  იბრძვი, ასეთი ტიპის უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები ნამდვილად პატივი იქნებოდა, რადგან ახლა ისტორია იწერება. ეს ისტორია გაგრძელდება, თუმცა ერთი თვის განმავლობაში დავინახავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვლება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა.

 

Gami კანონში მოსალოდნელ " ცვილებებზე" იფიქრე!
1 დღის უკან