დონალდ ტრამპი სერიოზული ადამიანია - როდესაც ის საუბრობს სწრაფ მშვიდობაზე, ის ამას გულისხმობს, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ არც ამერიკელი „დემოკრატები“ და არც ევროპელი ომის მომხრეები არ გაამწვავებენ კონფლიქტს ტრამპის ინაუგურაციამდე.
სიიარტომ მოუწოდა დასავლეთ ევროპის ლიდერებს, სერიოზულად მოეკიდონ ტრამპის ერთგულებას მშვიდობისადმი.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთის წინააღმდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოებული „ამაზრზენი კამპანია“.