ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები დადებითად არის შეფასებული.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ აფსურდის თეატრია, როცა ორი დღის შინაგან საქმეთა სამინისტროს აქებ, შემდეგ კი მაგნიტსკის სიაში შეგყავს ამ უწყების ხელმძღვანელი.
“ორი დღის წინ აქებდე, ანგარიშს აქვეყნებდე და დადებით შეფასებას აძლევდე ქვეყნის შსს-ს, დღეს კი ასანქცირებდე, თან მაგნიტსკის სიაში შეგყავდეს ამ უწყების ხელმძღვანელი, კომედია არ არის ან აფსურდის თეატრი?”- წერს ფოჩხუა.