სოსო მანჯავიძე: დღეს მიმდინარე შეშლილობაც ირაციონალური და დემონური როკვის ნაირსახეობაა. ვეღარ ჩერდებიან, მიუხედავად სიცივისა და უაზრობისა, მაინც დალაყუნობენ ასე, უსაკურთხო მკვდრებივით

სოსო მანჯავიძე: დღეს მიმდინარე შეშლილობაც ირაციონალური და დემონური როკვის ნაირსახეობაა. ვეღარ ჩერდებიან, მიუხედავად სიცივისა და უაზრობისა, მაინც დალაყუნობენ ასე, უსაკურთხო მკვდრებივით

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში წერს.

“1021 წელს, გერმანიაში მოულოდნელად მასობრივად აცეკვდნენ გლეხები. გაუჩერებელი გიჟური როკვისას ბევრი დაიღუპა, ვინც გადარჩა, იტანჯებოდა ეპილეფსიით და მათ, როგორც შეპყრობილებს უტარებდნენ ეგზორციზმის რიტუალს.

1237 წელს  ჰოლანდიაში მოხდა "უტრეხტის ცეკვა ხიდზე"- მოცეკვავეთა ბრბო როკვით ავიდა მდინარე მოზელზე გადებულ ხიდზე.  არავინ მღეროდა და არ უკრავდა მელოდიებს, მაგრამ ყველა ერთიან ტაქტში  ცეკვავდა, რამაც გამოიწვია  ძლიერი რეზონანსული ვიბრაცია. ხიდი ჩამოინგრა და ორასზე მეტი ადამიანი დაიხრჩო.

გასაოცარი იყო 1370 წლის ცნობილი "ბავშვთა ცეკვა". ბევრმა ბავშვმა, ხტუნვით და ცეკვით, ჟესტიკულაციითა და თავის ქნევით გაიარა მთელ სტეიგერველდში. ქალაქ არიუშტადტს რომ მიაღწიეს, ბავშვები დაეცნენ. მათი ნახევარი გარდაიცვალა, დანარჩენები გარკვეულ მომენტში იწყებდნენ როკვას, წმინდა წყლის სხმის და ეგზორციზმის რიტუალების გამოყენების მიუხედავად. 

ზოგადად, მთელს ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიის და ჰოლანდიის მიწებზე, რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა.

მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევრის შუა ხანებში უცნაურმა სიგიჟემ მოიცვა რაინის გასწვრივ მდებარე მრავალი სოფელი.. პატივცემული, მოწესრიგებული გერმანელები  ასეულობით გამოვიდნენ სახლებიდან და გააფთრებული როკვა გააჩაღეს. ხტუნავდნენ, ტრიალებდნენ, ასრულებდნენ რთულ საცეკვაო და აკრობატულ ილეთებს ფეხებით და ამას უხმოდ აკეთებდნენ, ბევრი მათგანი დაიღუპა  გადაქანცვისაგან, რაც ბუნებრივია, რადგან  ისინი არც ჭამდნენ, არც ეძინათ და არც ისვენებდნენ.

1479-1480 წლებში გააფთრებული, გიჟური ცეკვის ეპიდემიამ მოიცვა იტალია, რომელიც ყველასთვის საყვარელი ხალხური ცეკვის - ტარანტელას სახელით მონათლეს.

ასეთივე ეპიდემიამ მოიცვა  სტრასბურგი 1518 წელს. ადგილობრივი ქალბატონი, ფრაუ ტროფეა მოულოდნელად  აცეკვდა ქვაფენილზე. ტროფეას გიჟურ ცეკვას  კიდევ სამი ათეული მოცეკვავე შეუერთდა როკვით, ხტუნვით, ტრიალით, სასოწარკვეთილი და გაუგებარი ჟესტიკულაციით...

სტრასბურგის მაგისტრატმა დაოსებული ქალბატონი ტროფეა თავისი უცნაური ანსამბლიანად გააგზავნა ქალაქ ცაბერნში, სადაც მდებარეობდა წმინდა ვიტეს სამრეკლო. მაშინდელი წარმოდგენებით, 15 ივნისს ვინც წმინდა ვიტეს სამრეკლოსთან იცეკვებდა, მთელი წლით განიკურნებოდა ყოველგვარი სენისაგან.

ასეთი სრულიად აუხსნელი მოვლენები, რომლებიც უეცრად იწყებოდა და ასევე უეცრად ქრებოდა  დემონური არსებებით  შეპყრობილობით აიხსნებოდა და მათგან განკურნების ფუნქცია კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა, ცხადია, ამ ფუნქციას ინკვიზიციაც ითავსებდა.

როგორც ჩანს, ამ დემონურმა  არსებებმა ევოლუცია განიცადეს.

სხვათა შორის, მიხეილ ბულგაკოვის ,,ოსტატი და მარგარიტას'' პასაჟი, რომელშიც სანახაობათა კომისიის თანამშრომლებს აამღერებენ ბეგემოტი და კოროვიოვი და ვეღარ ჩერდებიან, სრულიად კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა.

იგივე ფენომენია მთელი ეს შიზოფრენია გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით და პრაიდები.

საქართველოში მიმდინარე ბოლო პერიოდის და, განსაკუთრებით, დღეს მიმდინარე შეშლილობაც ირაციონალური და დემონური როკვის ნაირსახეობაა.

ვეღარ ჩერდებიან, მიუხედავად სიცივისა და უაზრობისა, მაინც დალაყუნობენ ასე, უსაკურთხო მკვდრებივით.

ავიცრათ ერთმანეთისთვის! არა რუსულ კანონს! სლავა უკრაინი! წინ ევროპისკენ!, გაყალბდა! გაჟონა! სხვადასხვა  გაფიცვები, მსვლელობები, რისი კულმინაციაც გახლდათ საქართველოს კუთხეების მარშები ბრწყინვალე გურული შეძახილით- თქვენ მეისპეთ!

უბედურებაა ისაა, რომ ამ სასიკვდილო როკვას რეზონანსს ევროპაში მიმდინარე ახალი შიზოფრენია აძლევს.,

ეს  საოცარი სულიერ- გონებრივ- ფიზიკური ირაციონალური როკვა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მოიცვა, სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას.

სხვათა შორის, იქ, ევროპაში, ქალაქ ცაბერნში, კვლავაც ადგილზეა წმინდა ვიტეს სამრეკლო, სადაც შეპყრობილთა მივლინება მეტად საშური და ეროვნული საქმე იქნებოდა.

ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ვიტეს სამრეკლოს წინ როკვას ალტერნატივაც აქვს.

კერძოდ, თავის დროზე ლუქსემბურგში, ქალაქ ეხტერნახის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ წმინდა ვილიბრორდის ცეკვა, რომელიც წმინდა ვიტეს მდუმარე პადედესგან განსხვავებით  სრულდება შუა საუკუნეების საყვირების, ვიოლის, ლუტისა და ტამბურის აკომპანიმენტის თანხლებით.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ გამოჰყოს სახსრები შიგევროპელთათვის და გააგზავნოს ისინი ცაბერნში და ეხტერნახში სამკურნალო როკვის სეანსებზე!

შეიძლება განხილულ იქნას მარშით სვლა შიგევროპისკენ!

ნავარჯიშები კი არიან და სადღაც ერთ თვეში პირდაპირ ცაბერნში და ეხტერნახში აღმოჩნდებიან!

უნიკალური გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან”.