ბრანისლავ ონდრუში: გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვუსმინოთ ისეთ გამოსვლებს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აკეთებს

ბრანისლავ ონდრუში: გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვუსმინოთ ისეთ გამოსვლებს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აკეთებს

გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვუსმინოთ ისეთ გამოსვლებს, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აკეთებს, იმ კონფლიქტზე, რომელიც საქართველოში ვითარდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ვფიქრობ, რომ არ გვესაჭიროება გამოსვლები, ჩვენ დიალოგის საჭიროებას ვხედავთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ თქვენ რას ლაპარაკობთ. სხვა არგუმენტებს უნდა მოვუსმინოთ, სხვა მხარეს და ვფიქრობ, რომ საჭიროა დიალოგი. ინგლისურად როცა ვლაპარაკობთ არ უნდა გამოგვივიდეს ცალმხრივი კომუნიკაცია, საჭიროა ორივე მიმართულებით საუბარი, საჭიროა მოგვისმინონ.

საჭიროა ვესაუბროთ არა მხოლოდ თქვენს პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე მოიწვიეს პარლამენტის ზოგიერთმა ჯგუფებმა, არამედ საჭიროა საუბარი მთავრობის წარმომადგენლებთან და გაცილებით უფრო მეტად გვესაჭიროება დისკუსია იმ მიზეზების შესახებ, რატომ აღმოჩნდით იმ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფებით. რა არის საჭირო ვიცოდეთ იმისთვის, რომ გავიგოთ თქვენი გარემოებების შესახებ და ეს გახლავთ ყველაზე დიდი პრობლემა ევროპარლამენტში. პარლამენტის უმრავლესობამ არაფერი იცის საქართველოს შესახებ, მათ აბსოლუტურად არ ესმით გარემოებები, რომელსაც თქვენ დღეს აწყდებით, ისინი ვერ ათვიცნობიერებენ ისტორიულ საკითხებს, ცოდნა არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიტუაციაში იმყოფება საქართველო ამჟამად და გამოსვლებს და სიტყვას ვამჯობინებ დისკუსიას“, - აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშმა.