აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული უწყება ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცირებული ოფიციალური პირები ჩართულნი იყვნენ „სასტიკ დარბევაში მედიის წევრების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ“.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება და აქტივი შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ, დაბლოკილია.