ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის დაწესებულ სანქციებზე- კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება

ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის დაწესებულ სანქციებზე- კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვიდეო მასალა არსებობს როგორ უსწორდებიან პოლიციელებს აქციის მონაწილენი ამას რატომღაც არ იმჩნევენ. ამიტომ ფარსია ეს ყველაფერი და ნუ ჰგონია ვინმეს, რომ სანქციები ვინმეს შეაშინებს

კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.  დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს.

უკვე კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

დღეს უკვე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები, რომელიც მოიცავს აქტივების დაყადაღებას და სამოგზაურო შეზღუდვას. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ვიდეო მასალა არსებობს იმისა თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელებს აქციის მონაწილენი მოლოტოვის კოქტეილებით, როგორ ესვრიან დამიზნებით პიროტექნიკას და ბლაგვ საგნებს, ამას რატომღაც არ იმჩნევენ.

ამიტომ ფარსია ეს ყველაფერი, რომელსაც ორი პარასკევი აქვს დარჩენილი და ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს, ამერიკის და ევროპის სანქციები არ იყო ამის დასტური?”- წერს ნინო ფოჩხუა.