პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე და ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით

პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე და ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე და ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების დაწყების პირობებს, ჩვენ არანაირი წინაპირობა არ გვაქვს, მზად ვართ დიალოგი წარვმართოთ წინაპირობების გარეშე. ოღონდ იმის საფუძველზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით 2022 წლის ბოლოს სტამბოლში მოლაპარაკებების პროცესში. და იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ადგილზე ვითარდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, „საბოლოო დოკუმენტი მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ანუ უმაღლეს რადასთან და მის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან უნდა გაფორმდეს“.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად დიალოგი შეიძლება წარიმართოს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც შეუძლია კვლავ წარდგეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დაადასტუროს თავისი ლეგიტიმაცია.