ირაკლი კობახიძე: როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას

ირაკლი კობახიძე: როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო.

„ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.