ირაკლი კობახიძ: ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია

ირაკლი კობახიძ: ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია

ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია  ჩვენს წინაშე. ეს არის, მათ შორის, პირველ რიგში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გავმართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.