სანქციებზე საუბარი უაზროა, კონტრპროდუქტიულიც და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც კი შეიძლებოდა ევროკავშირს ჩაედინა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, სანქციების მიზანი ხალხის ქუჩაში გამოყვანა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა.
„მთელი ამ ხსნის განმავლობაში სანქციებზე ლაპარაკს და იმ სანქციებსაც, რომელიც ცალკეული სახელმწიფოებისგან დაწესდა, ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე მათი აგენტურა საქართველოში გაემხნევებინათ და ქართველი ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში, რათა ძალადობრივი გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ. ამას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად გეგმა ჩავარდა. საქართველოს ჰყავს მეგობრები და როდესაც ისინი საქართველოს იცავენ, ამით თავიანთ სუვერენიტეტსაც იცავენ. სანქციებზე საუბარი უაზროა, კონტრპროდუქტიულიც და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც კი შეიძლებოდა ევროკავშირს ჩაედინა“, - აცხადებს სუბარი.