მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური ააფეთქეს

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური ააფეთქეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე მოსკოვში, რიაზანის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წინასწარი ვერსიით, კირილოვი და მისი თანაშემწე ელექტრო სკუტერში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ასაფეთქებელი მოწყობილების სიმძლავრემ 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უკრაინული მხარე მას უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებაში სდებდა ბრალს.

Aburjga Tasmanieli ეს აფეთქება დიდი სილაა რუსეთის ხელისუფლებისათვის სახეში გაწნილი! ამას რუსეთი უპასუხებს, ეს ასე არ დარჩება! სამწუხაროდ ათი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი შეეწირება!
5 დღის უკან