ლევან მაჭავარიანი დიპლომატიური პასპორტების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის იმისთვის, რომ ბოლო მაშველი რგოლი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას

ლევან მაჭავარიანი დიპლომატიური პასპორტების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის იმისთვის, რომ ბოლო მაშველი რგოლი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას

ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ შორის მიღებულია იმისთვის, რომ ბოლო მაშველი რგოლი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას.

„ეს უფრო არის იმ ევროპელების გარკვეული ნაწილის სახის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომლებიც ლობირებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ასევე იმისთვის, რომ ბოლო მაშველი რგოლი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას, რომ რაღაც სალაპარაკო თემა დაუტოვონ რადიკალური ოპოზიციის მმართველობის ქვეშ არსებულ მედიასაშუალებებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.