პიმენ ყურაშვილი: ექიმი ვარ და რა თქმა უნდა ძალადობას ვგმობ ორივე მხრიდან, მაგრამ რასაც ვხედავდი წინა დღეებში, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქციები

პიმენ ყურაშვილი: ექიმი ვარ და რა თქმა უნდა ძალადობას ვგმობ ორივე მხრიდან, მაგრამ რასაც ვხედავდი წინა დღეებში, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქციები

ექიმი ვარ და რა თქმა უნდა ძალადობას ვგმობ ორივე მხრიდან, მაგრამ რასაც ვხედავდი წინა დღეებში, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქციები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, „საზოგადოება ქართულის“ წევრმა პიმენ ყურაშვილმა.

მისივე თქმით, სპეცრაზმი დიდი ხნის განმავლობაში იდგა ერთ ადგილას და დემონსტრანტების რაღაც ნაწილის მხრიდან, 200-300 ადამიანის მიერ ხდებოდა თავიანთი პოზიციის ძალადობრივად გამოხატვა.

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ექიმი და შესაბამისად აზრები მიყალიბდება იმის საფუძველზე, თუ რა ჩანს საჯაროდ და რა ინფორმაციაც შემიძლია თვითონ ვნახო. რაც შეეხება აქციებს, ბოლო დღეებში რასაც ვუყურებთ ეს მშვიდობიანი აქციაა ნამდვილად და ვერც ვხედავთ შესაბამისად ძალადობას ვერცერთი მხრიდან. არც ძალის გადამეტების შემთხვევებია,, შესაბამისად. აი წინა დღეებში რა კადრებსაც ვუყურებდი ნამდვილად არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქციები. მე ძალიან კარგად ვიცი რა არის მშვიდობიანი აქცია და მისი ფორმები და ამას ვხედავთ კიდეც უკანასკნელ დღეებში. ვერანაირად ვერ გავამართლებ ძალადობას ვერცერთი მხრიდან. ექიმი ვარ და რა თქმა უნდა, ძალადობას ვგმობ ორივე მხრიდან, ნებისმიერ ძალის გადამეტებას პოლიციის მხრიდან იქნება ეს თუ აქციის მონაწილეების მხრიდან, მაგრამ რასაც ვხედავდი, ვაკვირდებოდი, რომ სპეცრაზმი დიდი ხნის განმავლობაში იდგა ერთ ადგილას და დემონსტრანტების რაღაც ნაწილის მხრიდან, ასე 200-300 ადამიანის მიერ ხდებოდა თავიანთი პოზიციის ძალადობრივად გამოხატვა, ქვების დაშენა, გინება, პიროტექნიკის დაშენა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია უბრალოდ, ამას არანაირად არ ჰქვია არც ევროპელობა და არც ამერიკელობა“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სულ რომ გილიოტინაზე დაადებინონ კისერი, მაინც ვერასდროს იტყვიან, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია.

„ოპოზიციურ არხებზე ვაკვირდებოდი, რომ ხუთ სიტყვაში რვაჯერ შეიძლება გამოეყენებინათ ტერმინი „მშვიდობიანი პროტესტი“, რაც იყო ნამდვილად პროპაგანდა. ვისზე გათვლილი, მე არ ვიცი, ალბათ მათთვის უცხოელებზე გათვლილი, რასაც შემდეგ იმეორებდნენ. დარწმუნებული ვარ თვითონაც კარგად იციან, აქციის მონაწილეები, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ იქ, ისინიც თვლიან, რომ იმ ადამიანების ჯგუფი, რომელიც ასე გამოხატავდა პროტესტს, არ იყო მშვიდობიანი. ვინც არ უნდა თქვას, გინდა იყოს ეს მაკრონი ან მთელი სამყარო, ვართ ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სულ რომ გილიოტინაზე დაგვადებინონ კისერი, მაინც ვერასდროს ვიტყვით, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. სხვამ რაც უნდა ის იძახოს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

მარბიელი მეცოდები ყურაშვილო, მას მერე, ეაც თქვი " ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ზალადობრივი აქციები" გახდი რუსი, პუტინის მონა დემოკრატიის მტერი და ... "დემოკრატიის მცველ' ლიბერალ-ფაშისტები მოგივარდებიან სახლში, შეგიღებავენ კარებს, გაგილანძღავენ ოჯახის წევრებს, დაგაბრალებენ ყველანაირ სისაზაგლეს, მოითხოვენ შენს დასანქცირებას ... !!! აბა, რა, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს, სააკაშვილს, კვესიტაძეს,ლომჯარიას, გიგაურს ღამეები არ ძინავთ დემოკრატიაზე დარდით; ხომ არ გგონიათ, რომ უცხოური ფულები, ვახში, თანამდებობები აინტერესებთ, ან სააკაშვილს და გვარამიას მოენატრათ ადამიანების წამება, არა ისინი უანგაროდ ემსახურებიან საკუთარ სტომაქს და ფაშვს!!!
5 დღის უკან
მარბიელი მერე რა, რომ აქციის მონაწილეები ისროდნენ, მოლოტოვკებს, ქვებს, პიროტექნიკას.. ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, გაძარცვეს არაერთი სავაჭრო ობიექტი რუსთაველზე ... დააზიანეს ათობით პოლიციელი ... მერე რა, არჩევნების გაყალბების რამე მტკიცებულება არა აქვთ "ეს ხომ ყველამ იცის" როგორც ევრობიუროკრატები და მათი გაპურებული ასოები ამბობენ ა ქ ც ი ა მშვიდობიანია, ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი გაყალბდა! გადამოწმებას არ ექვემდებარება! კითხვების დასმა და ძალადობის შემცველი ვიდეოების გასაჯაროება მკრეხლობაა!!!
5 დღის უკან