პიტერ სიიარტო: ბრიუსელში არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება

პიტერ სიიარტო: ბრიუსელში არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება

ბრიუსელში არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ქართველი ხალხის ნება, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

სიიარტომ ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს „ქართული ოცნების“ პირობებში.

მისი თქმით, საქართველოში საშუალო შემოსავალი სამჯერ გაიზარდა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაორმაგდა, ხოლო უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მან გააკრიტიკა ბრიუსელი იმის გამო, რომ საქართველო სამიზნეში ამოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ლიბერალური ძალების ნაცვლად არჩევნებში გაიმარჯვა „მშვიდობისკენ ორიენტირებულმა, პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ“.