კაია კალასი: პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს

კაია კალასი: პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება, მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მისი შეფასებით, საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით და ამ სიტუაციაში, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, არის სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა.

„ყველა ის მოვლენა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, – განაცხადა კაია კალასმა.

კითხვაზე, – „გააგრძელებთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ე.წ. არჩევნების შემდეგ?“ – კალასმა განაცხადა:

„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება, მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

Aburjga Tasmanieli კარგა ხანია ევროპა - კოლექტიური დასავლეთი აწარმოებს პოლიტიკურ ომს საქართველოს კოლონიურ არტახებში შესანარჩუნებლად. რადგანაც ახლა მათ პოლიტიკურ ომს ვერ მოჰყვა მათთვის სასურველი შედეგი ისინი (კოლექტიური დასავლეთი) იყენებენ და მზად არიან გამოიყენონ ყველაზე ბინძური მეთოდები, არჩეული ეროვნული ხელისუფლების დასამხობად. ჩვენც უნდა გადავდგათ საპასუხო ნაბიჯები! რას ვგულისხმობ? - მტერს მტერი ვუწოდოთ და მივმართოთ ყველა ღონეს რომ მკაცრად აღვკვეთოთ შიდა, მე-5 კოლონის მოქმედება! დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი ბერიას! აი ეს უნდა მოვიმოქმედოთ. დიდება დავით აღმაშენებელს და მის მეთოდებს ! აი ეს უნდა მოვიმოქმედოთ!
7 თვის უკან