არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე - ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე - ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ, ქართველი ხალხის გათვალისწინებით.

„ჩვენ ხშირად ისე ვსაუბრობთ დეტალებზე, რომ გვავიწყდება დიდი სურათი და დიდი სურათი არის მოცემული სწორედ ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში. თუ ვნახავთ ჩვენ რეალურად რა იყო დღის წესრიგი, ეს არის უკრაინა, ეს არის სირია და ასევე გადაწყვიტეს ცალკეულმა სახელმწიფოებმა, რომ ამ დღის წესრიგში შეეტანათ საქართველოც. ეს გვეუბნება იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანია მოსახლეობას ვეუბნებით, რომ საქართველო განიხილება ერთი დიდი გეოპოლიტიკური გადაადგილებების და ცვლილებების ერთ-ერთ საჭადრაკო ბრძოლად, ასე ვთქვათ, მიმართულებად და სწორედ ეს დღის წესრიგი აჩვენებს ამას. უკრაინა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, სირია, უზარმაზარი გეოპოლიტიკური ტრაგედია, გადაადგილება და ცვლილებები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბური ცვლილებები არ ყოფილა და აი, ამ დიდ სურათში საქართველოც. ერთი შეხედვით, შესაძლოა საზოგადოებას გაუჩნდეს ინტერესი, რა შუაშია საქართველო, მაგრამ შუაში კი არა, თავშია ზოგიერთი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ საქართველოს ხედავენ სწორედ აი ამ საჭადრაკო დაფის, გათამაშების ერთ-ერთ მონაწილედ. მცდელობის მაინც ამ გეოპოლიტიკური გადაადგილების. სწორედ ეს არის, რასაც ბოლო ორი სამი წელია საქართველოს ხელისუფლება ცდილობს იმ პასუხისმგებლობით, რა პასუხისმგებლობაც აქვს ქვეყნის წინაშე, რომ არ დაუშვას სწორედ ამ გეოპოლიტიკური გათამაშების ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოჩნდეს ან დიდი თამაშის მონაწილე აღმოჩნდეს ინტერესების დაუცველად.

აქ ჩვენ ოფიციალურ ბრიუსელზე, როგორც ასეთი, არ გვაქვს საუბარი. არამედ, თავადაც არაერთხელ მითქვამს, ცალკეული ძალები იყენებენ, მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუტებს და ჩვენ ვხედავთ ხოლმე ევროპარლამენტიდან თითქმის ორ კვირაში ერთხელ ალბათ რეზოლუციებს, ეფარებიან ევროკავშირის ინსტიტუტებს რიგ შემთხვევაში ეს ძალები და ასე ცდილობენ ხელის შეწყობას იმ პროცესების, იმ წერტილამდე მისვლის, საიდანაც შეუქცევდი იქნება შემდგომი ესკალაცია. ოღონდ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ, ქართველი ხალხის გათვალისწინებით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.