ნაც-მედიამ მორიგი ფაშიზმი გამოაცხო - ნიკოლოზ ღარიბაშვილი უნივერსიტეტიდან, მამის გამო გამოუშვესო.
პირადად ვერაფერი დააკლეს ირაკლი ღარიბაშვილს და შვილით ცდილობენ, რაიმე ავნონ! - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კუთვნილი მედიები, ახალი სეზონიდან "პენსიაზე გავლენ", ხოლო, შვილების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური წარმატების მიღწევას ვერასდროს შეძლებენ.
"ნაც-მედიამ მორიგი ფაშიზმი გამოაცხო - ნიკოლოზ ღარიბაშვილი უნივერსიტეტიდან, მამის გამო გამოუშვესო.
პირადად ვერაფერი დააკლეს ირაკლი ღარიბაშვილს და შვილით ცდილობენ, რაიმე ავნონ!
არდადეგებზე ჩამოვიდა ნიკოლოზი პენსილვანიიდან და ახალი სემესტრიდან, სწავლას გააგრძელებს, ხოლო თქვენ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და პარტიული მედიები, ახალი სეზონიდან პენსიაზე გახვალთ.
შვილების გამოყენებით, საკუთარი პოლიტიკური წარმატების მიღწევას, ვერასდროს შეძლებთ.
ფაშისტები არ ვართო, მერე იტყვიან!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.