ირაკლი კობახიძე: ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა

ირაკლი კობახიძე: ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა

ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.

"ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს  ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო.  ზოგადად მიუღებელია ის, რომ ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.