ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გადამწყვეტია, რომ საქართველოში მოხდეს დაძაბულობის განმუხტვა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გადამწყვეტია, რომ საქართველოში მოხდეს დაძაბულობის განმუხტვა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ-რადმანის თქმით, გადამწყვეტია, რომ საქართველოში მოხდეს დაძაბულობის განმუხტვა, რათა დიალოგი განახლდეს და გასამართლდეს ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.

„გადამწყვეტია, რომ [საქართველოში] მოხდეს დაძაბულობის განმუხტვა, რომ დიალოგი განახლდეს და გასამართლდეს ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი“, – აღნიშნა გორდან გრლიჩ-რადმანმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.