თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი: ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში

ეს ცერემონია ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო მოვლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორი დღის წინ, საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ, წყალტუბოში ქვესადგურ "წყალტუბო 500"-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და გამოხატა მზაობა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს. 

"ვულოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი  ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში. ჩვენ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ იმისათვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში," -  განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.