რომ არა ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, დღეს, ბრიუსელში, დიდი ალბათობით, უფრო

რომ არა ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, დღეს, ბრიუსელში, დიდი ალბათობით, უფრო "მამაც",  სამომავლოდ განუხორციელებელ, მაგრამ ცრუ-"დეტონატორების" ხასიათის მქონე გადაწყვეტილებებს დააანონსებდნენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს შესახებ მოსალოდნელ მსჯელობას ეხმიანება. 

„დავრწმუნდებით კიდევ ორ ახალ მოცემულობაში: 

1) ოპოზიციის მოლოდინების მორიგი კრახი (ფიასკო) ბრიუსელიდან და 

2) 28 ნოემბრის ხელისუფლების განცხადების სრული მართებულობა“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მართებულია და რომ არა ის, დღეს ბრიუსელიდან არარეალური, თუმცა უფრო მწვავე გადაწყვეტილებები დაანონსდებოდა.

დავით ქართველიშვილი რიკარდ იოზვიაკის სტატიის ამონარიდსაც იხსენებს, სადაც ჟურნალისტი საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას უარყოფს.

„დღის ბოლოს, დიდი ალბათობით, დავრწმუნდებით კიდევ ორ ახალ მოცემულობაში: 

1) ოპოზიციის მოლოდინების მორიგი კრახი (ფიასკო) ბრიუსელიდან და 
2) 28 ნოემბრის ხელისუფლების განცხადების სრული მართებულობა. 
რომ არა აღნიშნული "ფალსტარტით" ხელისუფლების მიერ გამოწვეული უფრო მწვავე მოლოდინების გაცამტვერება - დღეს ბრიუსელში, დიდი ალბათობით, უფრო "მამაც", თუნდაც სამომავლოდ განუხორციელებელ, მაგრამ ცრუ-"დეტონატორების" ხასიათის მქონე გადაწყვეტილებებს დააანონსებდნენ.

მანამდე კი გავეცნოთ ევროკავშირის "ვანგას", რიკარდ იოზვიაკის მოსაზრებას: "ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს არ დააწესებენ, ვინაიდან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. მაქსიმუმ, რაც შეიძლება მოხდეს - საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა სავიზო რეჟიმის შეჩერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.“„- წერს დავით ქართველიშვილი.