„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს.
ტელეკომპანია „იმედი“ ნიკოლოზ ღარიბაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ზამთრის არდადეგებზეა ჩამოსული და აშშ-ში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სწავლას.
„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, - განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის პარტიული მედია მსგავს დეზინფორმაციას ავრცელებს. ანალოგიური შინაარსის ტყუილი პროპაგანდისტულმა არხებმა რამდენიმე თვის წინაც გაავრცელეს, თუმცა მათი სიცრუე მალევე გამოაშკარავდა.