უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წინააღმდეგია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესონ. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კოვაჩის თქმით, მინისტრი სიიარტო არ ემხრობა ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შემოღებას. „მათ თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გადება და სუვერენული მთავრობა აირჩია“, - ციტირებს კოვაჩი სიიარტოს.