რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაასანქციერებს

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაასანქციერებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს არ დააწესებენ, ვინაიდან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკად იოზვიაკი ავრცელებს.

„ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს დღეს არ შემოიღებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის თავისუფალი უვიზო რეჟიმი შეჩერებაა, რასაც დრო დასჭირდება“, - დაწერა იოზვიაკმა სოციალური ქსელ X-ში.