როდესაც გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები მივიღეთ, ჩანდა, როგორი გახარებული იყო ჩვენი საზოგადოება. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს გამოწვევა არა მარტო საქართველოში არსებობს, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„დღეს ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ადამიანი, რომელიც თითქოს ჩვენს ამ ღირებულებით ნაწილში როგორ მიჰყვება იმ ხაზს, რასაც ჩვენ ასე მტკიცედ ვიცავდით ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. რადიკალური ფრთის იგნორირება ამ საკითხთან მიმართებაში და ქილიკი, რომ თითქოს, ვის აინტერესებს, რომ ქალი - ქალია და კაცი - კაცია. ხომ ვისმენთ, ამერიკის პრეზიდენტი ამ ტექსტებით საუბრობს, რაზეც ჩვენ კანონი მივიღეთ და ამას ვიცავთ.
რა ღირებულებებთან დაბრუნებასაც ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი, ეს თანხვედრაშია ჩვენს მიმართულებასთან, რის გაწვევასაც ჩვენ გვთხოვდნენ და გვთხოვენ ევროპარლამენტის რიგი წარმომადგენლები, არც თუ ისე მცირე.
ჩვენი პრინციპია, რომ ჩვენ ჩვენ უნდა ვიყოთ. თუ ჩვენს ეს ღირებულებები არ გვექნება და მოშლილი იქნება, თუ ჩვენს ხასიათს, რასაც წარმოვადგენთ, რასაც ვიცავდით, რაც აქამდე მოგვიტანა ჩვენმა წინაპარმა, ყველაფერს უგულებელვყოფთ და უბრალოდ გვარებით და სახელებით დავრჩებით და ნასახი აღარ გვექნება იმ ადამიანების, რასაც ქართველი წარმოადგენს თავისი ღირებულებებით, კულტურით, ხასიათით, ენით, სარწმუნოებით და მამულის დაცვით, ის თუ აღარ ვიქნებით, მაშინ რაღა აზრი ექნება რაიმე სახის ორგანიზაციაში გაერთიანებას.
ჩვენ ღია ვართ დისკუსიაში, განა მათ საწინააღმდეგოდ ვდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის ვდგამთ. გვჯერა, რომ მივალთ იმ ნიშნულამდე, რომ ისინი ამას დაიჯერებენ. ტრამპის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, ამ საკითხში ჩვენ ხომ ერთიანები ვიქნებით, აშშ-ს პრეზიდენტი დამცველია ამ ღირებულებების.
ვერც ერთი სისტემა და ვერც ერთი დამპყრობელი ვერ შეუცვლის თავისუფლებისკენ სწრაფვას ქართველს, ეს ისტორიულადაც ვიცით ჩვენ და დღევანდელობაშიც ჩანს, რამდენად მძაფრია ქართველი, როცა ვინმე უზღუდავს მას თავისუფლებას. საიდან უფრო ზიანდება თავისუფლება, ჩვენი მხრიდან, რომელიც ღია ვართ დისკუსიისთვის და გვინდა, რომ ისეთები როგორიც ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი? და შენ ხომ უნდა მითხრა, რომ თუ ამის წინააღმდეგი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს.
პრეზიდენტის შესაძლებლობაზე რომ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შევამციროთ პოლარიზაცია, ღია ვართ საუბრისთვის და ხელისუფლებასაც მოვთხოვ, რომ ღია იყოს ამ პროცესებში. მაგალითისთვის, რამდენჯერ შესთავაზა პრემიერმა ახალგაზრდებს და რატომ არ უნდა გამოიყენოს კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალმა ახალგაზრდამ ეს შანსი, რომ მას ესაუბროს.
ევროპარლამენტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის „ხალხი და ხელისუფლება“. თუ მინდა, რომ მე დავაზიანო ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის ასეთი დამოკიდებულება, რომ „ხალხი სხვა არის, მე ხალხს ვუჭერ მხარს“ და ხელისუფლებას საერთოდ არ ახსენებ და მათი დაპირისპირება მინდა, სწორედ ეს არის დაპირისპირების მაგალითი. ვინც დაყოფას ცდილობს, ის შეიძლება შენი კეთილმოსურნე იყოს?“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.