ჯეფრი საქსი: სტამბოლის შეთანხმებას შეეძლო, ომის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეჩერება, მაგრამ უკრაინულ მხარეს აშშ და გაერთიანებული სამეფო შეთანხმებას არ ურჩევდნენ

ჯეფრი საქსი: სტამბოლის შეთანხმებას შეეძლო, ომის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეჩერება, მაგრამ უკრაინულ მხარეს აშშ და გაერთიანებული სამეფო შეთანხმებას არ ურჩევდნენ

სტამბოლის შეთანხმებას შეეძლო, ომის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეჩერება, მაგრამ უკრაინულ მხარეს აშშ და გაერთიანებული სამეფო შეთანხმებას არ ურჩევდნენ, ეს კი საშინელი რჩევა იყო, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

ლაშა კასრაძემ მას მიმართა, ესაუბრა 2022 წელის მარტში სტამბოლში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც იგი იმყოფებოდა.

„ჯონ მერშჰაიმერს აქვს ნათქვამი, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი DEEP STATE-ი, მაგრამ არა იმ დოზით, რომ დაიწყოს პლანეტის მასშტაბით ვითარების არევა. თქვენ 2022 წელის მარტში იმყოფებოდით სტამბოლში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე“, - მიმართა კასრაძემ პროფესორს.

ჯეფრი საქსმა განაცხადა, რომ ომის შეჩერებაზე შეთანხმების ჩაშლა „საშინელი რჩევა იყო“.

„დიახ, მე ვიმყოფებოდი თურქეთში და ორივე მხარესთან მქონდა კონტაქტი, გავეცანი დეტალებს, ამ შეთანხმებას შეეძლო ომის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეჩერება, მაგრამ უკრაინულ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო შეთანხმებას არ ურჩევდნენ, ეს კი საშინელი რჩევა იყო. საშინელი რჩევა და ამ რჩევამ დიდი ზიანი მოიტანა“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.