ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც რადიკალურად არიან განწყობილები, დაფიქრდნენ, ამ რადიკალურმა მოვლენებმა სად შეიძლება მიგვიყვანოს

ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც რადიკალურად არიან განწყობილები, დაფიქრდნენ, ამ რადიკალურმა მოვლენებმა სად შეიძლება მიგვიყვანოს

ის ადამიანები, ვინც იმის პროვოცირებას ახდენენ, რომ ბავშვებს ახალი წელი წაართვან, არიან ქვეყნის მტრები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში აუცილებლად აინთება ნაძვის ხე, აუცილებლად გვექნება ბედნიერი ახალი წელი და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც რადიკალურად არიან განწყობილები, დაფიქრდნენ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, ამ რადიკალურმა მოვლენებმა სად შეიძლება მიგვიყვანოს“, - აღნიშნავს ლიპარტელიანი.

თბილისის მერიამ გუშინ, პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება მოსალოდნელი პროვოკაციების გამო გადადო.