გივი მიქანაძე: მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში

გივი მიქანაძე: მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ახლადარჩეულ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რაც მას კონსტიტუციით და კანონმდებლობით კომპეტენციის ფარგლებში აქვს განსაზღვრული და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა.

„გუშინ საქართველოში პირველად, ახალი მოდელით ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები და კოლეგიამ აირჩია მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ახალ პრეზიდენტად. მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანია. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს იმ საკონსტიტუციო ჩარჩოებში, რომლის კონტექსტიც უმნიშვნელოვანესი არის ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის. 

დარწმუნებული ვართ, რომ  საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს ამ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალიან პოზიტიურ როლს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცესებში და მიხეილ ყაველაშვილი უშუალოდ ჩართული იქნება ამ პროცესებში, უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რაც მას კონსტიტუციით და კანონმდებლობით კომპეტენციის ფარგლებში აქვს განსაზღვრული და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა“-განაცხადა გივი მიქანაძემ.