კახა კალაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება

კახა კალაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება

მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე.

„საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას.

დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს. “, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე დღეს, 19:00 საათზე საზეიმოდ უნდა აენთოთ.