საპროტესტო აქციის მონაწილეები განსხვავებული პოზიციის გამო ქალს, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
იმის გამო, რომ აღნიშნული მოქალაქე მათ პოზიციას არ იზიარებდა, აქციის მონაწილეებმა ქალის დაბულინგება სცადეს, უყვიროდნენ, რომ არის სამარცხვინო დედა და შვილს ცუდ მაგალითს აძლევს.
„მეცოდება თქვენი ბავშვი, თქვენნაირი აზროვნების დედა რომ ჰყავს", - მიმართა ერთ-ერთმა მონაწილემ მოქალაქეს.