აქციის მონაწილეებმა ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელზეც თბილისის ამჟამინდელი მერის - კახა კალაძის გვარი იყო დატანილი, ფეხით გადაუარეს და შემდეგ დაწვეს.
მაისურზე ასევე, დატანილია წმინდა გიორგის გამოსახულება, საქართველოს დროშა და გერბი.
მომხდარს გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე. მისი განცხადებით, მეტი დაფიქრება მართებთ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ.