დავით მათიკაშვილი: ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და ერთი წამით ამისგან არ გადაუხვევია. ეს არის შემდგარი ფაქტები

დავით მათიკაშვილი: ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და ერთი წამით ამისგან არ გადაუხვევია. ეს არის შემდგარი ფაქტები

ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და ერთი წამით ამისგან არ გადაუხვევია. ეს არის შემდგარი ფაქტები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ დიალოგისთვის კარი ყოველთვის ღიაა, თუმცა, საქართველოში არსებობს შემდგარი ფაქტები, რომლის გარშემოც დიალოგი ვერანაირ განსხვავებულ შედეგს ვერ დააყენებს.

„შემდგარი ფაქტია, მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა მიემართება ევროპული ინტეგრაციის გზით და ერთი წამით ამისგან არ გადაუხვევია. ეს არის შემდგარი ფაქტები. დანარჩენი, თუკი რაიმე ვინმესთვის შეიძლება, იყოს სასაუბრო, ვისაუბროთ, ამას წინ არაფერი უდგას.

ყველა ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას იმ ლეგიტიმაციას, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, არ გაბედოს და ხმის მოპარვა არ დაუპიროს საზოგადოებას, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა. თავად ქართული საზოგადოება ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. თითიდან გამოწოვილი ვითომ მუხტია, ეს საკითხი საზოგადოებაში პოპულარობას ვერ პოულობს და ვერც იპოვის, რადგან ტყუილია ეს პროტესტი. ნაწილობრივ, იქ არიან გულწრფელი ადამიანები, ვინც მოტყუვდნენ და ის ადამიანები, ვინც მოატყუეს. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ თითქოს, გვერდზე დადგეს, თითქოს, ამ ვანდალიზმში არ იღებდა მონაწილეობას, რაც ხდებოდა რუსთაველზე. როგორც საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ აღმოჩნდა, დიახ, სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია იყო ამ ყველაფრის დამგეგმავი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.