ნათია იოსელიანი: 11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა

ნათია იოსელიანი: 11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა

11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილის 9 საათიდან მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით ხდება, პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.