მამუკა მდინარაძე მიხეილ ყაველაშვილზე: მან მაქსიმალურად უნდა ეცადოს და გამოუვა ჩემი აზრით, რომ იყოს ობიექტური, ზეპარტიული

მამუკა მდინარაძე მიხეილ ყაველაშვილზე: მან მაქსიმალურად უნდა ეცადოს და გამოუვა ჩემი აზრით, რომ იყოს ობიექტური, ზეპარტიული

„უნდა ეცადოს მაქსიმალურად“, - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს, რომელიც დაინტერსდა შეძლებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი იყოს ზეპარტიული.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის მოახერხებს, რომ იყოს ობიექტური.

„ჩვენ როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობდით, როდესაც მან შეთავაზება მიიღო, რა თქმა უნდა, სასაუბრო ერთ-ერთი თემა ეს იყო. მას იმდენად კარგი თვისებები აქვს პიროვნული, რომ მან მაქსიმალურად უნდა ეცადოს და გამოუვა ჩემი აზრით, რომ იყოს ობიექტური და ობიექტურობა ძალიან გვაწყობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.