გიორგი კახიანი აქციის მონაწილეების დეკანოზ შალვა კეკელიასთან დაპირისპირებაზე: როგორც ჩანს ლიბერალურ ფაშიზმს ფსკერი არ აქვს - ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, ყველაფერზე წამსვლელია

გიორგი კახიანი აქციის მონაწილეების დეკანოზ შალვა კეკელიასთან დაპირისპირებაზე: როგორც ჩანს ლიბერალურ ფაშიზმს ფსკერი არ აქვს - ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, ყველაფერზე წამსვლელია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი დეკანოზ შალვა კეკელიასთან საპროტესტო აქციის რადიკალი მონაწილეების დაპირისპირებას გადაცემაში „იმედი LIVE“ აფასებს.

კახიანის განცხადებით, ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს, ყველაფერზე წამსვლელია.

„ყოველ დღე, საზოგადოებისთვის მიუღებელ იმდენ ამბავს ვიგებთ, ყოველ დღე ისეთი განცდა მაქვს, რომ ამაზე უარესი რაღა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ლიბერალურ ფაშიზმს როგორც ჩანს ფსკერი არ აქვს და ყოველ დღეი შეიძლება უფრო უარეს და უარეს ველოდოთ. ძალა, რომელიც ცდილობს, რომ დღეს ხელისუფლებაში მოვიდეს, ყველაფერზე წამსვლელია. როგორც ჩანს მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს. მათ რომ ახლა ძალაუფლება ჰქონდეთ და ხელისუფლებაში იყვნენ, ხომ წარმოგიდგენიათ მაშინ რა მოხდებოდა, როგორი დამოკიდებულება იქნებოდა ეკლესიასთან მიმართებაში, განსხვავებულ აზრთან მიმართებაში, მედიასთან მიმართებაში. ამ ხალხისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.