ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ძალადობის რესურსი

ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ძალადობის რესურსი

დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის გარდატეხილი ვითარება, 5-დღიანი ძალადობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ძალადობრივი რესურსი არის მთლიანად განეიტრალებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  სახელმწიფოს ზუსტად 5 დღე დასჭირდა იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინა ძალადობრივი რესურსი და ახლა არსებითად დამშვიდებული ვითარებაა.

„დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის გარდატეხილი ვითარება, 5-დღიანი ძალადობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ძალადობრივი რესურსი არის მთლიანად განეიტრალებული. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ამ ძალადობის რესურსი.
ახლა არის არსებითად დამშვიდებული ვითარება, ადამიანები იკრიბებიან, ეს დემოკრატიაა და მათ შეუძლიათ ქუჩაში შეიკრიბონ, თუმცა დღითიდღე მცირდება გარეთ გამოსული ადამიანების რაოდენობა და ისინი ვეღარ გადადიან ძალადობრივ ქმედებებზე. შესაბამისად, ვითარება არის სტაბილური. ჩვენ 14 დეკემბერს უკვე ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს, 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დამშვიდდება, აქეთკენ მიდის პროცესები,"- აღნიშნა პრემიერმა.