ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ,  აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში, თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება  იგივე რესურსი, რაც არჩევნებში წარმატებას

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ,  აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში, თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება  იგივე რესურსი, რაც არჩევნებში წარმატებას

ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ,  აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში, თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება  იგივე რესურსი, რაც არჩევნებში წარმატებას - ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში მიაღწიეს ვერავითარ შედეგს.

ჩვენ მივაღწიეთ შთამბეჭდავ გამარჯვებას, ავიღეთ ხმების 54%, ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ამომრჩევლის ხმა. ოპოზიცია დამარცხდა და  შესაბამისად, ისინი არიან უმცირესობა, თუმცა ისინი ცდილობენ, გარკვეული აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში, თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება საბოლოო ჯამში არჩევნებში წარმატებას, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში მიაღწიეს ვერავითარ შედეგს. ხუთი დღის განმავლობაში ჰქონდათ ძალადობრივი აქციები, ახლა უკვე ძალადობის რესურსიც არ აქვთ და ეს აქციები არის მილევად რეჟიმში. ჩვენ არ გვქონია იმის საჭიროება, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გვეთხოვა ქუჩაში გამოსვლა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს განსხვავებული მიდგომები და პასუხისმგებლობა. უბრალოდ, არ არსებობდა ამის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ადამიანის მობილიზების რესურსი გვაქვს, როგორც არჩევნებზე, ისე ქუჩაში", - განაცხადა პრემიერმა.