სოზარ სუბარი: უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა

სოზარ სუბარი: უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მამა შალვა კეკელიას მიმართ რადიკალების მიერ დღეს გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 სოზარ სუბარი მამა შალვა კეკელიას სოლიდარობას უცხადებს. 

„უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა. ეს ის ბრძოლაა, სადაც აგენტურის ხვედრი წინასწარ არის განსაზღვრული:

“ლოდი რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა. 

ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს. და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.” (მათე 21, 42-44).

ჩემი სოლიდარობა მამა შალვა კეკელიას“, - წერს სოზარ სუბარი.

blagvi ბატონო სოზარ, თქვენ ხომ უკვე დაგნიშნეს ოპოზიციად და დროა, ახლა, მთავრობას შეუტიოთ. აბა, თქვენი იმედი გვაქვს - ერს!. თქვენ და თქვენი თანაპარტიელი პრეზიდენტი უკვე დიდი ოპოზიციური ძალა ხართ, მაგრამ სვანეთის მეორე სიამაყე, ადამიანი ცვილი, ადამიანი პოზიტივი (POSTV) დიდი ფეოდალი ვიწია ჯაფარიძეც ხომ თქვენთანაა? ხომ ერთად ხართ ამ ქვეყნისთვის ასე საჭირო დროს? ხომ ერთად მიუძღვებით ყველანი ბიძინლანდიაში. ხალხს? ღმერთის მფარველობა და წარმატება თქვენ, ოპოზიციის კაშკაშა ვარსკვლავო! ❤️❤️
1 კვირის უკან