ეკა სეფაშვილი: ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს

ევროპის საბჭოს შეუძლია 16 დეკემბერს გასამართ სხდომაზე საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება“, - ამის შესახებ მედიასთანხალხის ძალისსაერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ, ამიტომ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

„16 დეკემბერს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც, დიდი ალბათობით, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოლოდინი, მათ შორის ის, რომ საქართველოს შეიძლება გაფრთხილება მისცენ. ეს გაფრთხილებები ბოლო პერიოდში ორი თემით შემოიფარგლება. პირველი, რომ გავიწვიოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და არ ეხება ამ თემის უფლებების დაცვას და მეორე - გავიწვიოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც, რეალურად, ევროპული ღირებულებების დაცვას მოიცავს, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ რომ გამჭვირვალობაა.

რაც შეეხება წინა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, იქ ძალიან ბევრი ტყუილი ეწერა და საქართველოსადმი ძალიან მტრულად განწყობილი იყო. თუმცა, ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ მოწოდებაა. ეს რეზოლუცია ევროპულ საბჭოს შეუძლია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

ევროკავშირში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან.  იქ ვიხილეთ სხდომაც, სადაც ისევ წამოიჭრა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი და მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არ იყო, ვინც ეს საკითხი დაბლოკა - მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ იტალია, ბულგარეთი და გერმანია. ასე რომ, ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.