დეკანოზი შალვა: დამცირებული ქართველი კაცის ნახვა არ მინდა. ღვთისმშობლის იმედი რომ არ გაქვს და გათხოვილი კაცები რომ გელაპარაკებიან და გვასწავლიან მორალს, ეკლესიაზე გვესაუბრებიან, ეს არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი

დეკანოზი შალვა: დამცირებული ქართველი კაცის ნახვა არ მინდა. ღვთისმშობლის იმედი რომ არ გაქვს და გათხოვილი კაცები რომ გელაპარაკებიან და გვასწავლიან მორალს, ეკლესიაზე გვესაუბრებიან, ეს არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი

მე ასეთი რამ ვთქვი, რომ ვისაც მე პირადად, რუსეთის მომხრე და მე რუსეთუმე ვგონივარ, წყეული იყოს ის მამა შალვა, რომელიც რუსეთის მხარესაა და რომელიც ვინმეს მხარეს იყოს, - განაცხადა დეკანოზმა შალვამ (კეკელია) ქადაგებისას.

„მე ასეთი რამ ვთქვი, რომ ვისაც მე პირადად, რუსეთის მომხრე და მე რუსეთუმე ვგონივარ, წყეული იყოს ის მამა შალვა, რომელიც რუსეთის მხარესაა და რომელიც ვინმეს მხარეს იყოს - გინდ ევროპის მხარეს იდგეს, გინდაც სხვა მხარეს.

მე, მამა შალვა კეკელია ვარ დედა ღვთისმშობლის მხარეს; მე, მამა შალვა კეკელია ვარ ქრისტეს მხარეს; მე, მამა შალვა კეკელია ვარ ანდრია პირველწოდებულის მხარეს; მე ვარ ჩემი წინაპრების მხარეს და მე არ მინდა, არავინ ჩემი ბატონი იყოს ამ ქვეყანაში. მე არ მინდა, ვინმე ევროპელი რომ ჩამოდის და ტაშს რომ უკრავენ - დამცირებული ქართველი კაცის ნახვა არ მინდა. ღვთისმშობლის იმედი რომ არ გაქვს და გათხოვილი კაცები რომ გელაპარაკებიან და გვასწავლიან მორალს, ეკლესიაზე გვესაუბრებიან, ეს არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი! ეს არის ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი ამ ქვეყანაში და ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება“, - განაცხადა მამა შალვამ.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა.

„ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.