პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
ეკა სეფაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი უკვე აღარ წარმოადგენს არც ერთ პარტიას და არის ზეპარტიული. დეპუტატმა განმარტა, რომ სწორედ მიხეილ ყაველაშვილია პარტია „ხალხის ძალის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ამ საქმიანობით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყნისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიესალმება მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას და დარწმუნებულია, რომ ის არასდროს გავა კონსტიტუციის ჩარჩოდან.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიხეილ ყაველაშვილი აღარ წარმოადგენს არც ერთ პარტიას, ზეპარტიული ადამიანია. თუმცა, რა თქმა უნდა, მის წარსულს თუ გავიხსენებთ, იგი „ხალხის ძალის" წევრი და სხვათა შორის, „ხალხის ძალის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მან ამ საქმიანობით დაამტკიცა, რომ შეუძლია ქვეყნისათვის ბევრი რამ გააკეთოს. იგი ნამდვილად არის პატრიოტი და მე მხოლოდ მივესალმები მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნამდვილად იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.